|
2015-09-25 12:22:54, 709 ნახვა
საზოგადოება
27 სექტემბერს რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება
27 სექტემბერს 18:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ნიკოლოზ ნადირაშვილისკონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება . კერძოდ: № 4, 10, 90, 103, 106, 112 ავტობუსები - იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 - პეტრე მელიქიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. -მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ბარათაშვილის ქ. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. - ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო -ბარათაშვილის ხიდი - მარჯვენა სანაპირო - მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ.; № 20, 23, 95 - იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 - იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს); №124 რუსთაველის გამზირზე პატარა წრეზე მობრუნდება და შემდეგ მოძრაობას კოსტავას ქ. - ჭოველიძის ქ. - ბარნოვის ქ. - მაყაშვილის ქ. - პ. კაკაბაძის ქ. -ჭონქაძის ქ. - ამაღლების ქ. მიმართულებით გააგრძელებს. უკუმიმართულებით: ამაღლების ქ. - ჭონქაძის ქ. - პ. კაკაბაძის ქ. - მაყაშვილის ქ. -ზანდუკელის ქ. - ბარნოვის ქ. - შანიძის ქ. - მელიქიშვილის ქ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)