|
2020-11-13 13:32:34, 875 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა
დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელედება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლთან ერთად გაეცნო. დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ,,დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი უკვე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ერთი კორპუსის ირგვლივ კი სამუშაოები ახლაც გრძელდება. დაბაში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯიმ“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება განახორციელა, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ კაზრეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)