|
2015-09-24 12:13:53, 635 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე ტრენინგი ტარდება
24-25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტარდება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. 2014 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომლის მიხედვით, ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე პროფესიონალების შესაბამის განათლებას, რათა, უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დაიწყო მოსამართლეთა კორპუსისთვის ტრენინგების განხორციელება თემაზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეთა კორპუსს მიეწოდება სიღრმისეული ინფორმაცია იმ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მყარ გარანტიებს. "იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, დღეს მოსამართლეების ტრენინგი ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ მოწვეული ტრენერი, ჩემი მეწყვილეა ერთ-ერთი მისამართლე თეიმურაზ თოდრია და ჩვენი მიზანია, ამ ორი დღის განმავლობაში, მოსამართლეებს მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ პრინციპების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა რატიფირება გაუკეთა (გაეროს 2006 წლის კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ).მასში ერთ-ერთი მუხლი ეხება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე. ჩვენ ვეცდებით დღეს დავეხმაროთ მოსამართლეებს ამის გათვითცნობიერებაში და იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ტრენინგი და გაგრძელდება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და საბოლოო ჯამში, ყველა მოქალაქეს საქართველოში ექნება თანასწორი უფლება, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით",-განაცხადა "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა. გარდა ამისა, ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებს და იმ ხარვეზებს, ან წინაღობებს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკუთარ უფლებათა რეალიზების დროს აწყდებიან. "დღეიდან ჩვენ დავიწყეთ ტრენინგების ციკლი მოსამართლეთა კორპუსისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. თემის აქტუალობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ შშმ პირები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ სიღრმისეული ცოდნა იმ სამართლებრივი აქტების, თუ საერთაშორისო ინსტრუმენტების, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან მყარ სამართლებრივ გარანტიებს შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ტრენინგის დროს, მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებს, ყველა იმ ხარვეზებს, თუ წინაღობას, რომელსაც შშმ პირები აწყდებიან თავიანთი უფლებების რეალიზების დროს. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ მოსამართლეთა ცოდნის დონის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავიანთი უფლებების უფრო ეფექტურად დაცვა და განხორციელება შეძლონ",-აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ. იუსტიციის უმაღლესი სკოლა აღნიშნული თემაზე ტრენინგის ჩატარებას, როგორც ამ წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წლებშიც გეგმავს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)