|
2020-11-08 16:12:06, 761 ნახვა
რეგიონი
უჩხოს კანიონი მალე კანიონინგის მოყვარულების მისაღებად მზად იქნება
აჭარაში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება მალე შეეძლებათ. უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს. კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში გიდები შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. უჩხოს კანიონის მომზადებას კი ყველა საერთაშორისო სტანდარტის და გამოცდილების გათვალისწინებით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ,,კანიონინგი საქართველო’’ უზრულველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)