|
2020-11-05 23:48:24, 2486 ნახვა
გიორგი ლომია - „პატრიოტები“, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზე არიან!
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, როგორც ყოველთვის, "პატრიოტები" ბრძოლის ხაზზე არიან. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" უწყვეტ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, პირველი აქცია კი 9 ნოემბერს, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, 17:00 საათზე გაიმართება. ლომია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე "ქართული ოცნება" ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. მისივე თქმით, "პატრიოტები" არავის არ უერთდებიან და, როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად მოქმედებენ. გიორგი ლომია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ისინი "ქართულ ოცნებას" არჩევანის უფლების წართმევას არ აპატიებენ. მისივე თქმით, პარტიას, რომელსაც შეუძლია, აქციებზე ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანოს, შეუძლებელია, ხმა მხოლოდ 50 000-მა ადამიანმა მისცეს. "პატრიოტები", როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზე არიან. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ყველა პარტია გამოხატავს თავის პროტესტს და საფუძვლიან პრეტენზიებს, ოღონდ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ყოველთვის გვქონდა. "პატრიოტთა ალიანსი" აგრძელებს ბრძოლას! ვინაიდან ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, რომ ჩვენც გამოვდივართ და ამ ქუჩას ვიკავებთ. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან 9 ნოემბერს, აღმაშენებლის მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, 17:00 საათზე. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება! ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ არავის არ ვუერთდებით - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა! თუ სადმე სხვა პარტიას აქვს ანალოგიური პრეტენზია ხელისუფლებასთან, ამ პროცესებთან, ეს მისი საქმეა. "პატრიოტთა ალიანსს" აქვს თავისი გზა და ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საქართველოში! უბრალოდ ეს ხალხი არ აპატიებს ხელისუფლებას, რომ მათ წაართვეს არჩევანის უფლება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2016 წელს ჩვენ გადავლახეთ 5%-იანი ბარიერი! 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ გვქონდა 6.7% - ეს გაყალბებით და ყველაფრით! 2018 წელს პარტიამ გამოიყვანა 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე! არაერთი მსგავსი აქცია ჩაატარა პარტიამ თავისუფლების მოედანზე, სადაც ჰყავდა 50, 70 და 30 ათასი ადამიანი! ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პარტიას შეუძლია გამოიყვანოს უბრალო აქციაზე 50 000 ადამიანი გარეთ - შეიძლება, რომ 50 000-მა მისცეს ხმა?! ვინმეს ასეთი რამ სადმე გინახავთ?! ბუნებრივია, რომ არა!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)