16:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 14:21:13, 671 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა მელიას გირაოზე - ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და ცდილობს, რაიმე მეთოდით დაადუმოს ოპოზიცია

ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და ცდილობს, რაიმე მეთოდით დაადუმოს ოპოზიცია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესების მოთხოვნას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უკვე თავად შეეშინდა და შეცვალა პირველი ჩვენება მელიასთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს, უკვე თვითონ შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს და რამდენიმე წუთში შეცვალა პირველი ჩვენება, როდესაც თითქოს პატიმრობის მოთხოვნით შევიდა პროკურატურა. ეს არის ივანიშვილის აგონიური კომულსიები მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ის არის დარჩენილი სრულიად მარტო, გაკოტრებულია პოლიტიკურად და აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა  და ახლა ცდილობს რაიმე მეთოდით მაინც შეაშინოს და დაადუმოს ოპოზიცია, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩვენში ბრძოლის ჟინს. ვპირდებით, რომ იგივე სიმტკიცით, იგივე პოლიტიკური და მორალური სიცხადით, ერთობით, რომელიც გამოვამჟღავნეთ დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე. აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციის პირობებში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics