|
2020-11-01 21:15:59, 1952 ნახვა
ცესკო-ს ბოლო მონაცემები ცნობილია - „ქართული ოცნება“ 48.15%, „ენმ“ 27.14%
3 847 უბანზე ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა გუნდმა არჩევნებში 48.15% აიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ 27.14%. მათივე ინფორმაციით, სხვა პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - „ევროპული საქართველო“ - 3.78%, „პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% , „სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , „ლელო“ - 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , ლეიბორისტული პარტია" – 1%. ცესკოს მონაცემებით, თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური ჩატარდება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტური ჩატარდება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ოლქშიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო მოდელით ჩატარდა, რომლის მიხედვითად პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით შეირჩევა. პარლამენტში შესვლას კი ის პარტიები შეძლებენ, რომლებიც 1%-იან ზღვარს გადალახავენ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)