2015-09-23 09:39:38, 571 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა უზრუნველყოფს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაავალა, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯების ორგანიზება გააკეთოს.
ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გადაეცემა.
"ქალბატონო თინა, მინდა გთხოვოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ. ასევე, მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან