|
2020-10-31 17:36:37, 1166 ნახვა
კახა კალაძე - ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის
"ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საღამოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შთამბეჭდავი გამარჯვება დაფიქსირდება. "გვინდა, გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის 4 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი - მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება.ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ეგრეთწოდებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ჭყიპინამ" , მისი სახელი და გვარი, თუ არ ვცდები ირაკლი ეძგვერაძეა, მძიმე პროვოკაცია მოაწყო. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა", - განაცხადა კალაძემ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)