|
2020-10-31 14:52:42, 1225 ნახვა
თამარ კორძაია - დავაფიქსირეთ კომიკური დარღვევა, გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა
„დავაფიქსირეთ კომიკური დარღვევა, გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა“- ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ იცოდნენ, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიით ისარგებლებდა. „მოგესალმებით, მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უფლებებს. სწორედ მათი ინფორმაციის და მუშაობის შედეგად დასტურდება ის, რასაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ კოვიდპანდემიით ისარგებლებდა და სწორედ ამის დასტურია კრწანისის ნომერ მეთექვსმეტე უბანზე დაფიქსირებული დარღვევა გადასატან ყუთთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება თუმცა დამნაშავე პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. იყო მცდელობა ერთიდაიგივე ადამიანების მხრიდან ხმის მეორედ მიცემის შესახებ, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღკვეთეს და მათ ამისთვის მადლობას ვუხდით. დარღვევა ასევე დაფიქსირდა ხარაგაულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი გამოძიებაც დაწყებულია. ჩვენთვის ასევე ცნობილია კონკრეტულად ვის რამდენ თანხას უხდის „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ ხმები მოაგროვოს. ასევე ვიცით, რომ ხარაგაულის რამდენიმე საარჩევნო უბანი ჩაბარებული აქვს ვინმე ლაშა ტალახაძეს და ის სუსის თანამშრომელი გახლავთ. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე მით უფრო იზრდება „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევების ფაქტები. ამ დროსი მონაცემებით გამოვლენილია დარღვევის 145 ფაქტი და გამოძიება ყველა შემთხვევაში დაწყებულია. გვქონდა ისეთი კომიკური შემთხვევაც, როდესაც გარდაცვლილთა სიაში მყოფი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა“, - აცხადებს თამარ კორძაია. „ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისში კახეთის გზატკეცილზე არსებულ 78-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს წევრს მარიკა ნაცვლიშვილს“ , - ამის შესახებ „ენმს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)