15:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:57:13, 1228 ნახვა

ირაკლი კობახიძე - მე ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს, უნდა გავიხედოთ მომავლისკენ

მე ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს, უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამაჯერებლად მოიგოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

 „დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ. დღეს გაიმარჯვებს საქართველო, ამაში ვართ ყველა დარწმუნებული.

მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და უნდა გავიხედოთ მომავლისკენ.

მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ ეს არჩევნები, მთავარია საზოგადოების სრული მობილიზაცია. ძალიან კარგია, რომ საზოგადოების მაღალი აქტივობაა საარჩევნო უბნებზე და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics