|
2020-10-15 17:00:59, 1504 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება დასკვნით ფაზაშია შესული
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ გორში, პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ქვედანაყოფში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 2020 წელს მიმდინარე ინფასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შტაბის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მთლიანად დასრულდა და ამჟამად ფასადის სამღებრო სამუშაოები, ასევე კიბის მოაჯირების მოწყობა ხორციელდება. განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)