13:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 11:57:34, 689 ნახვა

სამართალი
უგულავას ადვოკატები განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს გაასაჩივრებენ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

„ამ მოცულობაში, რაც დღეს გვაქვს სამართლებრივი გზები საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ სასამართლოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიურობა იქნება. მე მჯერა, რომ სასამართლოს ინსტანციების გავლამდეც ჩვენ ვიპოვნით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ხელისუფლებას უკან დავახევინებთ“, - აცხადებს ბექა ბასიალაია.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. სასჯელის სახით 4 წელი  და 6 თვე განისაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics