13:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 17:21:27, 550 ნახვა

სამართალი
ვახტანგ ჩიქოვანის განცხადებით, გური ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის ე.წ ოქროს მოწმეს, გური ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებმა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ჩიქოვანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილი რომ მოეძებნათ დღეს ცოცხალი იქნებოდა.

„ჩიქოვანის განმარტებით ამირხანაშვილს არ ჰქონდა ფული. ჰკითხეს თუ სად უნდა დაეტოვებინათ ის და განმარტა რომ აქ დავრჩებიო, გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა. ჩიქოვანმა დასანანად თქვა, რომ მას რომ მოეცა საშუალება იმისა, რომ შაქარაშვილი მოეძებნათ დღეს იგი ცოცხალი იქნებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics