13:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 11:08:53, 639 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა.

„ამ დროისთვის ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა. მათგან კრიტიკულად მძიმე 50 პაციენტია. აქედან 31 პაციენტი გახლავთ ინვაზიური მართვით სუნთქვაზე, 29 გახლავთ სიპაპ რეჟიმზე. 8 აფხაზეთის, ხოლო ერთი ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილია“, - განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 211 პირი გამოჯანმრთელდა 6 კი გარდაიცვალა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics