|
2015-01-28 23:59:50, 2684 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ჯანყარაშვილთან და ჩხენკელთან დაკავშირებით შენიშვნები მეც მქონდა
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ ყოფილი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილისა და აჭარის აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილის რომან ჩხენკელის მიერ თანამდებობების დაკავების შესახებ შენიშვნები ჰქონდა. თუმცა, როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, მათი თანამდებობების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო. „როდესაც ღარიბაშვილს ჩემი თანამდებობა დავუტოვე, მე მას გავაფრთხილე, რომ შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და შენი დაცვა. ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები. როდესაც ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჩემტან შეთანხმებით ჯანყარაშვილი დაიხმარა. მაგრამ მემგონი ამაზე დროზე ადრე ვერ გაკეთდა რეაქცია. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, რომ ასე არ შეიძლებოდა და მოუსმინა საზოგადოებას, მან გააკეთა დასკვნები. ჯანყარაშვილთან დაკავშირებით მეც მქონდა შენიშვნები, არ ვმალავ. ასევე რომან ჩხენკელზე, რომელსაც საკმაოდ დიდი თანამდებობა ჰქონდა, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს, ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრი. მან გააკოტრა „ქართუ ბანკი“. რამდენჯერმე ვუთხარი, თუმცა რეაგირება არ ჰქონდა, მე დაჟინებით არავისგან არაფერს არ ვითხოვ. 6–8 თვის შემდეგ მან ეს გაითვალისწინა, ვერ ვიტყვი ჩემი რჩევა გაითვალისწინა თქო, ამას თვითონ მიხვდა. გააკეთა დასკვნები“, – აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ „თითქოს ღარიბაშვილის ნათესავები მთელ ქვეყანას მართავენ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა პოლიტიკურ ველს ანაგვიანებს“.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)