20:07 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 10:27:56, 582 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონის სოფელ ერისიმედში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

„სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics