|
2020-10-06 21:59:32, 1274 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო - I ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების საკითხზე მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება
პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ და ამ საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება. პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობითაა მომზადებული. მომხდარში დადანაშაულებულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უგულვებელყოფილია სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება და დაშვებულია არაერთი უზუსტობა. ასევე, გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას მოხდეს ჯარის დისკრედიტაცია და შემთხვევა გამოყენებულ იქნას ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)