12:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 16:07:59, 542 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე გარეჯის საქმეზე - გამოძიება ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებულია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, პროკურატურის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული.

„ეს გამოძიება არის ყოვლად  უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული. არავის არ ჯერა, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უცბად რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გახეთქა თავდაცვის სამინისტრომ და სუს-მა, საქმე რომელიც თურმე ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემას მეზობელი ქვეყნისათვის.

ჯერ ერთი არასწორია და ესეთი რეალობა არ არის და არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი თემა და მეორე, არის წმინდა პოლიტიზირებული თემა და ბუნებრივია, ამ ყველაფრის უარყოფითი შედეგი მარტო ის კი არ იქნება, რომ საზოგადოება შედის შეცდომაში, უფრო სწორად ცდილობს ივანიშვილი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არამედ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესზე თვითონ დავით გარეჯის საკითხზე, ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომლისთვისაც თავის ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აცხადებს კაპანაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics