14:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 11:30:36, 1135 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში ინფიცირებული პირებისთვის 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 194 პირი გამოჯანმრთელდა.

მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირებისთვის რეგიონში 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული.

„გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის უკვე 1300-ზე მეტი. გასული 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა გახლავთ 241. შესაბამისად, მობილიზებულია ყველა ტიპის საწოლი და ეს არის 600-ზე მეტი, რომელიც საჭიროა აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურეობისათვის. დამატებით მობილიზდა 20 რეანიმაციული საწოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჯამში უკვე 45 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული საწოლი გაუწევს მომსახურებას აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics