|
2020-09-29 15:30:34, 429 ნახვა
საზოგადოება
ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, მზია ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 1 777 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. „აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო მოსაწესრიგებელი. კომპანიამ „ჯი-ვი-პი“ წყლისა და წყალარინების ქსელი განაახლა. ახლა კი საგზაო სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 120 616 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)