|
2015-09-17 13:50:22, 656 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში თბილსერვისისა და რიყის ეპიზოდებზე მიმდინარე პროცსზე საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს. როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განცხადა, შექმნილ ემოციურ სამართლებრივ კონტექსტში, შეუძლებელია იყოს მზად აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ისაუბროს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პროკურორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ განიხილონ, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე იმსჯელოს. პროკურორს ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე გიგი უგულავას სტატუსი არ გაირკვევა, პროცესი სანამ სტატუსი არ გაირკვევა საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს. პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიგი უგულავას მხარდამჭერები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)