|
2020-09-29 12:03:40, 541 ნახვა
საზოგადოება
პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ თარგში სანიტარიული ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens სახეობის მავნებელი მწერი, რომელმაც დაავადების ზრდა გამოიწვია. ზემოაღნიშნული მავნებელი მწერები, როგორც წესი, ფიჭვის ხეებს აზიანებენ და სხვა სახეობის წიწვოვანებზე არ ვრცელდებიან. სანიტარიულ ჭრებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)