23:18 - 25 Jul, 2026
|
2020-09-29 10:28:55, 501 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა
დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. ფართობის ტერიტორია დაიწვა. მისივე თქმით, როგორც ელიავას ბაზრობის მეპატრონე აღნიშნავს, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია. „დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასტმასის მასალები იყო ძირითადად და მოახერხეს მათი ლიკვიდაცია. როგორც მეპატრონე იძახის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით ხანძარი იყო, რის შედეგადაც ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)