21:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 12:48:52, 554 ნახვა

რეგიონი
საკონდიტრო „დონა“ მუშაობას ანახლებს

ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონა“ მუშაობას ანახლებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ფილიალები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.

„5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.

სიმბოლურია ისიც, რომ 17 წლის წინ ოქტომბრის დასაწყისში, ძალიან მიზანდასახული ოჯახური წყვილის და ერთეული ერთგული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომით დაწყებული საქმე დღეს უკვე დიდი, ერთიანი, მომხმარებელზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. ჩვენი გუნდი. ჩვენი ოჯახი. დონას ოჯახი.

მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს.

შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას“, - აღნიშნულია კომპანიის  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო დონას ორმა ფილიალმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics