|
2020-09-27 15:09:20, 592 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დაგეგმილი კონცერტები, მასტერ-კლასები, ვირტუალური ვორქშოპები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში იმართება. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი. ფესტივალი 29 სექტემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდება. არტოს ბაღში, მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი წარდგებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)