|
2020-09-26 13:30:40, 679 ნახვა
სამართალი
დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს
„სპუტნიკ ტვ”-ს დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. ფურცხვანიძის ადვოკატის, ნოდარ მესხის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. „ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მუხლია 370-ეს მეორე ნაწილი. ლოგიკურია, რომ რადგან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მოგაწოდოთ. მე, ალბათ, მოვითხოვ აღკვეთი ღონისძიები გარეშე დატოვებას, მაგრამ გააჩნია პროკურატურის პოზიციას“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე არის პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ სატელიტის ფოტოები მიაწოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული კადრები დამონტაჟებულია და 2019 წლით თარიღდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)