11:48 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 16:48:58, 676 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ეხმიანება.

უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

როგორც უგულავა აღნიშნავს, გაზრდილია დისბალანსი უცხოური ვალუტის გადინებასა და შემოდინებას შორის, ხოლო როგორც უგულავა აღნიშნავს, ამას ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები ვერ უშველის.

„სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელსუფლებამ შეგვიყვანა ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, სამწუხაროდ, აქედან გამოსავალი, „ქართული ოცნების“ დარჩენის პირობებში შეუძლებელია და ლარის ქცევასაც ეს ეხება პირდაპირ და ჩვენ ამას ვხედვათ, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციას ვეღარ დაიჭერს.

მათ შორის იმის გამო, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს და გაიზარდა დისბალანსი ფულის გადინებასა და შემოდენებას შორის, ეროვნული ბანკის ჩასხმები ამას ვერ უშველის, ეს არის დაახლოებით იგივე, რომ აისბერგი დნებოდეს და შენ ნიჩბით წყალს იგერიებდე.

ამრიგად, მთავარი, ფუნდამენტური, გარდამტეხი ცვლილება არის საჭირო ქვეყანაში, იმისათვის, რომ ეკონომიკაც შესაბამისად ამ ცვლილებებს ფეხდაფეხ მიჰყვეს და ლარი დასტაბილურდეს. ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილება, ანუ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics