|
2020-09-19 13:55:02, 613 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში კი, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)