11:48 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 20:51:22, 679 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე: რუსეთზე დამოკიდებულია „სოკო“ კომპანიები, რომლებიც შარშან გაჩდნენ

კომპნია „თბილღვინოს“ წარმომადგენელის ზურა მარგველაშვილის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულია „შარშან გაჩენილი სოკო“ და არა წარმატებული ღვინის კომპანიები. 

ამის შესახებ მან აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა,  სადაც  ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. 

მეწარმემ ღვინის კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. 

„რუსეთზე მე ვარ და ვიყავი დამოკიდებული 25%–ით.  წარმატებული კომპანიები რუსეთზე დამოკიდებულები არ ვართ, რუსეთზე დამოკიდებულია ის „სოკო“  კომპანიები, რომლებიც შარშან გაჩდნენ, ზოგი ვიღაც მომღერლის ფულით და ზოგი პოლიტიკოსის. ჩვენ სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. მე არც თქვენი (ნაციონალური მოძრაობის)  მომხრე ვარ და არც ამათი (ქართული ოცნების), მე ვარ ჩემი ქვეყნის, ოჯახის  მომხრე. 50%–იან თანადაფინანსებას მიკეთებს სტენდის ტერიტორიაზე, ღვინის ნიმუშების გაგზავნაზე, ერთადერთი მე ავიაბილეთი უნდა შევიძინო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ბოლო სამი წელია, გლეხობას სახელმწიფო აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიწას უმუშავებს, ეს უპრეცედენტოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics