03:04 - 26 Jul, 2026
|
2020-09-19 10:50:28, 537 ნახვა
საზოგადოება
ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, 180 გრძ/მ სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები მოეწყო. პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)