|
2020-09-17 20:39:59, 825 ნახვა
საზოგადოება
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუს“ საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა. „მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა. ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშორბა მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“ , - ვკითხულობთ უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)