13:11 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 15:10:10, 803 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ეკონომიკის აღდგენის პროცესი მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მკაცრ შეზღუდვებს მთავრობა აღარ დააწესებს.

გახარიას თქმით, დღეს პრიორიტეტია ეკონომიკის აღდგენა.

„ბოლო პერიოდში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა როგორც ყველგან.

დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. დღეს პრიორიტეტი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეს შეუძლებელია წესები დაცვის გარეშე - პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა.

მძიმე შეზღუდვები პირველ ეტაპზე მაშინ, როდესაც იყო ათეული შემთხვევები, იყო აუცილებელი, რათა გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ვირუსის გავრცელება დროში შეგვეჩერებინა. უნდა შევთანხმდეთ, რომ რიცხვებმა არ უნდა შეგვაშინოს და არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics