13:11 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 18:13:13, 860 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი სააკაშვილზე - სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა ურიგო არ იქნებოდა, იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის

მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეომიმართვას.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ფანტაზიის მიღმაა დარჩენილი.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუ რამე ფანტაზია არსებობდა, ახლა იმ ფანტაზიის მიღმაა. მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს. რასაც კადრულობს და ცდილობს, მოატყუოს, ამას არ მიიღებს ხალხი. ასე რომ დროა, სამედიცინო კონსულტაციისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ქართველ ფერმერებს კომპენსაციის სახით დამატებით 80-თეთრს ჰპირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics