|
2020-09-10 17:22:14, 3612 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა
აჭარაში გიდების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდებისთვის დროებითი დასაქმების პროექტი დაიწყო. პროექტი, რომელშიც რეგიონში მოქმედი 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული, ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გიდების დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს კოვიდის პერიოდში სერვისების უსაფრთხოდ გაწევასთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციებს. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში. გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ანხორციელებს. „ჩვენ ვაგრძელებთ გიდების მხარდაჭერას. პროგრამის პირველ ეტაპზე მათ კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩავუტარეთ და გადავეცით კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები. ახლა კი ვიწყებთ დასაქმების პროგრამას, რომელშიც 25 პროფესიონალი გიდია ჩართული. ჩვენი მიზანი პანდემიის პირობებში მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა და ამავდროულად, კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის ინფორმაციული მხარდაჭერაა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიცვათ სტანდარტები და ვუზრუნველყოთ ერთმანეთის უსაფრთხოება. გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მზაობას პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ უმასპინძლონ ტურისტებს. ჩვენ გიდების მხარდაჭერის პროგრამას ამით არ ვასრულებთ და ეტაპოპრივად მათ, სხვადასხვა პროექტებს შევთავაზებთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა სწორად უზრუნველყონ კერძო სექტორის ინფორმირება. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე ისინი PCR ტესტირებას ჩაიტარებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)