|
2020-09-09 15:14:00, 2856 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა იწყება
ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შემოიღობა პარკის ჩრდილო-დასავლეთი ზონა, სადაც ხვალიდან დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება. სანიტარიული ჭრის ფარგლებში, 200-მდე ზეხმელი ფიჭვის სახეობის ხე მოიჭრება. ამავდროულად, იმ არეალებში, სადაც სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ჯანსაღი მწვანე ნარგავების გარეგანი დაცვის მიზნით, ხის მერქანი შეიფუთა. სანიტარიული ჭრა დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პარკის ტერიტორიაზე არსებული 80%-ზე მეტად ხმობაში შესული მწვანე ნარგავები მოიჭრება. დაავადებული და ხმობადი ხეების სანაცვლოდ, ახალი ნერგების დარგვა მომავალ წელს, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის იგეგმება. ვაკის პარკში სანიტარიული ჭრა კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)