|
2020-09-09 12:18:14, 2797 ნახვა
საზოგადოება
თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო
თეატრების, კინოთატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადავადდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დაწესებულებები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება. „უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების და გარკვეული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1-ლი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებიდან გამომდინარე მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება 1-ლი ნოემბრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)