|
2015-09-14 12:41:56, 809 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. „რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)