11:35 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 16:57:23, 2753 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციამ კლუბები შეამოწმა

შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება.

შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, მოთხოვნებს  ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა - შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი)

ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:

შპს სამაია (კლუბი კონტე)

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)

შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)

შპს სექტორი 26 (სექტორი 26)

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics