|
2020-09-03 11:54:37, 2048 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე. „იმუშავე საქართველოდან“ ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით. ტურიზმის სააგენტოს ვავალებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შეიძლება ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც ვირუსისგან სუფთა, მწვანე ქვეყანას მოუტანოს“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)