|
2020-09-02 19:27:59, 3112 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი - უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით
„უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“ , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. „მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს. ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები. ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად, გვექნება სტაბილური ფასი ფქვილზე და პურზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების და ტენდენციების შესახებ. თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)