|
2020-09-02 18:14:52, 2977 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - მოგიწოდებთ, უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია, რათა აჭარა და ბათუმი არ ჩაიკეტოს
აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია. „ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა ვირუსი, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი, გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლებს და მგზავრებს მოუწოდებს ტესტირების ჩატარებისკენ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)