11:35 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 13:20:59, 2972 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების დავალება გასცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.  

„სამწუხაროდ, 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics