00:26 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 10:38:58, 6383 ნახვა

რეგიონი
კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

დღეიდან აჭარაში, ბულვარში განთავსებული კარვების გარდა, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება - N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში.

ტესტი გაკეთება მსურველებს 10:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის სამ ლოკაციას აგრეთვე დაემატა ახალი კარავი, სადაც ტესტირება იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც ტესტირება 11:00-დან 23:00 საათამდეა შესაძლებელი.

ტესტირებისთვის განკუთვნილი კარავი ქობულეთში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics