|
2020-08-31 18:18:49, 1594 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია, სიცრუეა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ, ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია (იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდ-19). პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო, და მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)