13:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:28:13, 2175 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება

რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებიან.

ამასთან, ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებიან.

როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, აღნიშნული ექსპერტიზა დაგვიანებულია.

„იქნებიან „ჰიუნდაის“ წარმომადგენელი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტი და რა კითხვებიც გვაქვს ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ექსპერტიზა ეხება ავტომობილის სავალ ნაწილებს, რამდენად შეეძლო მას დამოუკიდებლად გადაადგილება, შევხედავთ შიგნიდანაც მდგომარეობას, გავარკვევთ რა მანძილი გაიარა, ყველაფერი ეს ტექნიკური საკითხებია“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. გარდაცვლილი პროგრამისტი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics