2020-08-30 11:04:46, 7112 ნახვა
კომენტარი
საპატრიარქო 11 წლის გარდაცვლილ ბავშვზე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა მოხდა, ასაკიდან გამომდინარე მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული
„მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა მოხდა, ასაკიდან გამომდინარე მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“ , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა.
საპატრიარქომ მზაობა გამოთქვა, ილოცოს გარდაცვლილი ბავშვისთვის.
„თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“ , - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,