|
2020-08-27 14:43:23, 3597 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - სტუდენტებისთვის მთავრობის ხელშეწყობით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
მთავრობის ხელშეწყობით, 8 სექტემბერს, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. რეისს ავიაკომპანია "მაი ვეი ეარლაინსი" შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)