07:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 11:24:12, 5435 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინეს

ჰონგ კონგელი მეცნიერების ცნობით, მათ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს.

ამის შესახებ BBC წერს.

მისივე ინფორმაციით, ვირუსი 4.5 თვის შემდეგ 33 წლის მამაკაცს მეორედ დაუდასტურდა.

ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კორონავირუსით ადამიანი მეორედ დაავადდა.

მეცნიერების ცნობით, კორონავირუსის ინფექცია მამაკაცს ხელმეორედ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ის ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და ვიდრე ვირუსისგან განიკურნებოდა, 14 დღე საავადმყოფოში გაატარა. ხელმეორედ ინფიცირებისას მამაკაცს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე  დაყრდნობით დასკვნის გაკეთება არ უნდა მოხდეს.

ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გენომს ორი განსხვავებული შტამი აქვს. მეორე შტამი იმის მსგავსია, რომელიც მარტი-ივლისის პერიოდში ევროპაში იყო გავრცელებული.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, იშვიათი შემთხვევა იყოს. მათივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში ვირუსმა მუტაცია განიცადოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics