17:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 10:49:37, 1420 ნახვა

საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო 24 და 25 აგვისტოს დაგეგმილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადო

„ქართულმა ოცნებამ“ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო 24 და 25 აგვისტოს დაგეგმილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადო.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს,  შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics